ტელე-რადიო კომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ფეისფუქის გვერდზე ავრცელებს:
-"რამდენიმე დღეა დაუდგენელი პირები ქალაქის ტერიტორიტორიაზე გადაადგილდებიან და ტელეკომპანია "რიონის" დასაძირად ხელმოწერებს აგროვებენ , მათ გააჩერეს ერთ-ერთი გამვლელი, რომელსაც კითხვა დაუსვეს- უნდა არსებობდეს თუ არა რადიო რიონი ქუთაისში? მეტიც, მათ თქვეს, რომ ისინი " რადიო რიონის" თანამშრომლები იყვნენ და "რიონი"-ს გადასარჩენად ხელწერილბს აგროვებდნენ , თუმცა არ გაუმართლათ, ქალბატონი, რომელსაც კითხვა დაუსვეს, თავად აღმოჩნდა რადიოს თანამშრომელი, რისი გარკვევის შემდეგაც 3 დაუდგენელი პიროვნება ადგილიდან მალევე წავიდა".
ვის უშლის ნერვებს "რიონი" და რატომ ცდილობენ ამ ტელეკომპანიის ჩამოშორებას? რა დამოკიდებულება აქვს ხალხს მის მიმართ? ამის დასადგენად "ივერიონი" მოქალაქეებს გაესაუბრა. მათ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ, სტილი დაცულია.
-უნდა არსებობდეს თუ არა "ტელერადიო კომპანია რიონი" ქუთაისში?
ელგუჯა სოხაძე:- "მე არ ვიცი რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით , ხოლო რისი თქმაც შემიძლია, ეს არის, რომ "რიონი" ერთი ადამიანის საკუთრებაშია ოფიციალურად, თუმცა ის ყველა ქუთაისელის ტელეკომპანიაა და ამაში ვერავინ შემედავება, უნდა არსებობდეს , მე "რიონის" ხელმძღვანელობას კარგად არ ვიცნობ , მაგრამ ჩემი აზრით ერთადერთი ცენტრალური ტელეკომპანია საქართველოში "საზოგადოებრივი მაუწყებელი", მეორე კი რეგიონში- "ტელერადიო კომპანია რიონი" და რატომ იქცევიან ასე, ვერაფერს ვიტყვი , ეს უკვე სამართალ დამცველების საქმეა, რიონის ხელმძღვანელობა ვალდებულია დაიცვას ტელეკომპანიიის ღირსება და მიმართოს სამართალდამცველებს, მე სამტრედიაში ვცხოვრობ და კარგი იქნება თუ იქაც ეყოლებათ წარმომადგენლები".
თამრიკო სირბილაძე-"ეს არის საშინელება, სასწრაფოდ უნდ მიიღოს ტელევიზიის ხელმძღვალელობამ გადაწყვეტილება და უნდა მიმართოს სამართალდამცავებს, რათა დაიცვას ტელეკომპანიის ღირსებები , ტელეკომპანიას იმდენი აქვს ნაკეთები საზოგადოებისთვის, ხალხიც გამოვა მის დასაცავად. მინდა მივმართო მაუწყებლის ხელმძღვანელობას, რომ მათ გვერდით ვართ მაყურებელი და არავის მივცემთ რელემაუწყებლობის შეწყვეტის უფლებას".
ციური შალამბერიძე:- "25 წელია რაც მაუწყებლობს ეს არხი რეგიონში და რა დახურვა, რის დახურვა? ეს რომ ვნახე ტელევიზიით, გავოცდი, როგორ საუბრობენ ასე თბილი სიტყვებით დახურვაზე, როცა ათასი გაჭივრება აქვს გადატანილი ამ ტელეკომპანიას".
ტელერადიო კომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე მაყურებელს მიმართავს და ამბობს:
-"თუ თქვენ ზემოაღნიშნულ საკითხზე მოგმართავენ, მოთხოვეთ მათ პირადობის მოწმობა და მოსახლეობის გამოკითხვის ნებართვა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ "რიონი" არ იხურება, არც რაიმე პრობლემა აქვს, პირიქით, აღმავლობის გზაზეა, რაც ძალიან აღიზიანებს მავანს..."
დავით ცხვარაძე