ივერიონი / ირმა ნადირაშვილი:-"შარაშენიძეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის აუცილებლად ვუჩივლებთ სასამართლოში"

ირმა ნადირაშვილი:-"შარაშენიძეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის აუცილებლად ვუჩივლებთ სასამართლოში"

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრები-ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს, სასამართლოში უჩივიან. როგორც ცნობილი ხდება დეპუტატები ერთობლივ სარჩელს ამზადებენ.

   -"იმის ნაცვლად, რომ საელჩო თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვით იყოს დაკავებული, ისინი დაკავდნენ დეზინფორმაციის გავრცელებით, ჩვენი პატივის და ღირსების შელახვით. მე და ზურაბ ჯაფარიძე ვამზადებთ ერთობლივ სარჩელს და მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის აუცილებლად ვუჩივლებთ სასამართლოში", -ამბობს ნადირაშვილი.

 

21-06-2014, 12:48
უკან დაბრუნება