ივერიონი / თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

   23-24 ივნისს საქართველოს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი ეწვევა. დელეგაცია საქართველოში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას ოფიციალური მოწვევით ჩამოვა.

   ოფიციალური მონაცემებით ვიზიტის ფარგლებში, შალვა ფიფია და იაირ შამირი ხელს მოაწაერენ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ. ასევე გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი, რომელშიც ისრაელის ოფიციალური დელეგაციის წევრები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, თანადაფინანსების ფონდის, ქართული და ებრაული კომპანიების და ბიზნესსექტორის  წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 

   საქართველოში ვიზიტისას, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან გამართავს შეხვედრებს.

 

22-06-2014, 11:05
უკან დაბრუნება