ადგილობრივი არჩევნების მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოხატულმა პროტესტმა ახალი თავსატეხი გაუჩინა ხელისუფლებას. ძირითადი ბასტიონი მაინც თბილისის მერის არჩევნებია, სადაც საარჩევნო რინგზე ერთმანეთს ნიკა მელია და დავით ნარმანია შეხვდებიან.
თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ხელისუფლება შოკშია ჩავარდნილი.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ თბილისელი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან ისევ არ გამოცხადდეს, რაც უდაოდ „ნაციონალების“ წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მათ მოტივირებული ამომრჩეველი ყოველთვის სტარტზე ჰყავთ და როგორც ამბობენ, გამალებით მიდის ახალი „მხარდამჭერების“ (ორშაურიანების) გადაბირების პროცესიც.
როგორც ჩანს, გამოსავალს ეძებს „ქართული ოცნებაც“ - მათი მთავარი კოზირი ამომრჩევლებში „ნაციონალების“ მიმართ ზიზღის გაღვივებაა, რომელსაც შეხსენება არც სჭირდება, მაგრამ პროტესტის მიზეზი სულ სხვაა - ამომრჩეველი ხელისუფლებას პროტესტს უცხადებს „ნაციონალებთან“ ყბადაღებული კოჰაბიტაციის, ღორმუცელობის (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) გამო და რაც მთავარია იმედგაცრუების გამო, რომელსაც სრული ნიჰილიზმისკენ მიჰყავს ქვეყანა!“
დღეს დილემის წინაშე დგას ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელთაც ეშინიათ, რომ არჩევნებში მიუსვლელობით „ნაციონალებმა“ არ ისარგებლონ. გაირკვა, რომ ამომრჩეველთა 70 პროცენტის პროტესტი საკმარისი არ აღმოჩნდა სრული ფიასკოსთვის _ არჩევნების ჩასაშლელად.
ბევრი კი ფიქრობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, პროტესტის ნიშნული კიდევ რომ გაიზარდოს, არჩევნები ლეგიტიმურად მაინც ჩაითვლება, რადგან დათვლა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობიდან იწყება!..
იმის იმედი კი ნამდვილად არ არის, რომ სრული ბოიკოტი მოხერხდეს!
ახლა ორივე მხარე (ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“) ამომრჩეველზე ნადირობენ - „ნაციონალები პირდაპირ „ასაჩუქრებენ“ და გამარჯვების შემთხვევაში დამატებით საჩუქრებსაც ჰპირდებიან, „ოცნება კი ისევ ბრტყელ-ბრტყელ დაპირებებს ისვრის და აქტივისტებს დასაქმებას ჰპირდება. ერთ სიტყვით, ხალხი დაბნეულია და არ იცის რა არის კარგი და რა ცუდი.
„მარჯვნითაც ქარაფებია, მარცხნითაც ქარფებია, მოკვდები არაფერია, დარჩები - არაფერია“ - სწორედ ასეა ჩვენი საქმე!
საყოველთაო პროტესტი ახლა მაინც არაფერს შეცვლის - არჩევნები უკვე ლეგიტიმურად ჩაითვალა, რაც შეეხება თბილისის მომავალ მერს, ალბათ ისევ დავით ნარმანიას მხარდაჭერა სჯობს ნიკა მაინც მელიაა. მელიას კი ნაკლებად ენდობიან!..
გელვასი, შენ მიდიხარ არჩევნებზე?!