"არასაპარლამენტო ოპოზიციამ" მარტვილის საოლქო კომისიას სამასართლო პროცესი მოუგო.
სენაკის რაიონულის სასამართლოს გადაწყვეტილებით მარტვილში ტალერის უბანის მონაცემებს დღეს ხელახლა დაითვლიან. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის 35-ე უბნზე ხელახლა მაჟორიტარული ხმები გადაითვლება. სარჩელი სასამართლოში "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" შეიტანა. მომჩივანის განცხადებით, უბნის და საოლქოს მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, რის გამოც ხმების ხელახალი დათვლა მოითხოვეს. ამ ფაქტა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მანანა ნაჭყებია გამოეხმაურა და განაცხადა:
-"მარტვილში დაგვთანხმდნენ მხოლოდ ერთი უბნის გახსნაზე, დღეს გადაითვლება ეს უბანი და თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, მაშინ ჩვენი წარმომადგენელი აუცილებლად გახდება საკრებულოს წევრი და იმ თემში მაჟორიტარი დეპუტატი".