მალე ქართველი მკითხველი მწერალ გურამ პეტრიაშვილის კიდევ ერთ წიგნს, „პატარა ქალაქის ზღაპრებს“ იხილავს. მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის მიერ დასურათებულ წიგნში ქართველი მეზღაპრის 28 საუკეთესო ზღაპარი შედის:
_ საბავშვო ნაწარმოები ღირებულია მხოლოდ მაშინ, როცა იგი მხატვრის მიერ არის დასურათებული, რადგან ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი, დასურათების გარეშე, უბრალოდ ხელნაწერია. წიგნის მხატვარმა, ნინო ჩაკვეტაძემ ჩემი ერთ-ერთი ზღაპრის გმირის პორტრეტი მაჩუქა. ეს არის 4-5 წლის ბიჭუნა, რომელიც ზის სკამზე ქუჩაში და თავისი სიზმრიდან გადმოტანილ ყვავილებს სჩუქნის ადამიანებს. ჯერაც არავისთვის მითქვამს ჩემი და ამ ბიჭუნას ურთიერთობების შესახებ. ამ საიდუმლოს მხოლოდ წიგნის მკითხველი გაიგებს. _ აღნიშნავს გურამ პეტრიაშვილი და ქართველ პატარებს ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება.
წიგნს ქართველი მკითხველი ერთ თვეში იხილავს.