ივერიონი / დევნილთა სამინისტრო ევროკავშირთან თანამშრომლობის 4 თვის შედეგებს შეაჯამებს

დევნილთა სამინისტრო ევროკავშირთან თანამშრომლობის 4 თვის შედეგებს შეაჯამებს

   დევნილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისათვის, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგებს  წარადგენს

24 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისათვის,  ევროკავშირთან თანამშრომლობის 4 თვის შედეგებს  შეაჯამებს.

   საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტროს  უკვე აქვს  ხელშესახები  შედეგები მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით. გაიხსნა მობილურობის 4 ცენტრი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა  და თელავში.   

სამინისტრომ ემიგრაციიდან  დაბრუნებულ 2000-მდე თანამემამულეს უკვე გაუწია შემდეგი სახის დახმარება: დროებითი თავშესაფრით უზრუნველოფა, დასაქმების  ხელშეწყობა, მიკრობიზნესის დაფინანსება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი პროფესიული სწავლების კურსის შეთავაზება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. "მობილურობის ცენტრის" საშუალებით, ბიზნეს კონსულტაცია გაეწია მიგრაციიდან დაბრუნებულ 47 ადამიანს, დაფინანსდა 18  ბენეფიციარის ბიზნეს პროექტი. 

   ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა. ღონისძიებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

    ანგარიშის პრეზენტაცია  სასტუმრო "თბილისი მარიოტის"  წვეულებათა დარბაზში გაიმართება. 

 

 

23-06-2014, 21:08
უკან დაბრუნება