დღეს „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის კონფერენცია გაიმართა. საუბრის თემა იყო ტიმ სევერინისა და „ახალი არგონავტების“ საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურის პერიპეტიები. კონკრეტულად კი ითქვა, რომ სევერინი და 10 არგონავტი 29 ივნისს ჩამოვლენ თბილისში და გამართავენ რამდენიმე ტურს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ბრიფინგის მონაწილეებმა: ვალერი ასათიანმა, რუსუდან მამაცაშვილმა, ილია ფერაძემ და მიხეილ ლოლაძემ კომენტარი გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტიმ სევერინისა და 10 არგონავტის სტუმრობა საქართველოსთვის, კონკტერულად მათ ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ასეთი ღონისძიებები არსებითად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.
„ივერიონი“ გთავაზობთ აღნიშნული ღონისძიების პროგრამას:
30 ივნისი
11:00 სთ. _ კონფერენციის გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
15:00 სთ. _ სამთავრობო მიღება;
16:00სთ. _ პრესკონფერენცია;
19:00 სთ. _ საზეიმო დარბაზობა თბილისის ზღვის კლუბში.
1 ივლისი
10:00 სთ. _ ეროვნული მუზეუმი (პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძის ხსოვნა-მოხსენებები, გამოფენა);
14:00 სთ. _ გამგზავრება დმანისში - „სტუმრად პირველ ევროპელებთან“.
2 ივლისი
10:00 სთ. _ შეხვედრა მეცნიერებათ ეროვნულ აკადემიაში
_ პროგრამა ქალაქში;
_ სადილი სასტუმროში;
_ გასეირნება ღამის თბილისში.
3 ივლისი
09:00 სთ. _ ღვინის ტური _ საქართველო ღვინის სამშობლო. თბილისი-პატარძეული-სიღნაღი-ველისციხის ვერანდა.
4 ივლისი
10:00 _ შეხვედრა „კასტელის“ ქარხანაში;
11:00 სთ _ ძველი თბილისის დათვალიერება;
15:00 სთ. _ შეხვედრა სარაჯიშვილის ქარხანაში;
_ დასვენება სასტუმროში;
17:00 სთ. _ მცხეთა-ჯვარი- KTW-ს „ქართული ღვინის პალატა“;
19:00 სთ. _ გამოსათხოვარი დარბაზობა რესტორან „გუჯარში“.
5 ივლისი
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.