სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი მოაწერენ, საქრთველოს მხრიდან კი _ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ცერემონია 27 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.