ივერიონი / საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

   მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ბრიფინგი გამართეს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საჯარო სამსახურის ბიურო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მოწვეული გერმანელი ექსპერტი, დიტერ უმბახი.

   შედეგად, შემუშავდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" რომელიც საქართველოს მთავრობას განსახილველად ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება. 

25-06-2014, 16:03
უკან დაბრუნება