ივერიონი / ალექსანდრე შალამბერიძე:-"დაუყოვნებლივ დატოვონ საკრებულო ხელახლად არჩეულმა წევრებმა"

ალექსანდრე შალამბერიძე:-"დაუყოვნებლივ დატოვონ საკრებულო ხელახლად არჩეულმა წევრებმა"

    "თავისუფალი საქართველოს" მდივანი ალეკო შალამბერიძე აცხადებს, რომ პრემირების მახინჯი ფორმა კვლავაც გრძელდება და მისი თქმით დასასრულიც არ უჩანს. შალამბერიძე  გიორგი მუსხელიშვილის და ჯაბა სამუშიას თანამდებობების დატოვებას სთხოვს და აცხადებს:

   -"უკვე აღვირახსნილი ხასიათი მიიღო პოლიტიკოსების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და ჩინოვნიკთა მხრიდან საკუთარი თავის პრემირების პრაქტიკამ. ამიტომ, მოვითხოვ, ამ მავნე პრაქტიკის დასასრულებლად, რომელმაც სისტემატური ხასიათი მიიღო, თბილისის საკრებულოს ხელახლად არჩეულმა წევრებმა, ვინც აიღეს დაუმსახურებელი, ყალბი პრემიები დაუყოვნებლივ დაწერონ განცხადება და დატოვონ საკრებულოს წევრობა. იმ შემთხვევაში, თუ ის პირები ნებით არ დაწერენ განცხადებას, ანუ არ აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პრემიერ-მინისტრმა, რომელიც არის "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე და რომელიც სიტყვით ეწინააღმდეგება პრემირების ამ მავნე პრაქტიკას, საქმით დაამტკიცოს და "ქართული ოცნების" მხრიდან ახლადარჩეულ საკრებულოს ასეთ წევრებს, გიორგი მუსხელიშვილსა და ჯაბა სამუშიას დაატოვებინოს საკრებულოს წევრობა და ამით საბოლოოდ დაასრულოს ეს თემა. თუ ღარიბაშვილს მართლაც სურს ეს მავნე პრაქტიკა და უკანონო საქციელი აღკვეთოს ორი საჩვენებელი დასჯა განახორციელოს. ამის შემდეგ ყველას დაეკარგება ხალისი აიღონ ამხელა პრემიები".

 

26-06-2014, 14:02
უკან დაბრუნება