დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, საგამოცდო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და არავითარ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია იმ თემას მიეძღვნა, რომელზეც ყურადღება არ უნდა გამახვილებულიყო, რადგან უმნიშვნელო საკითხია.
-"ის, რაც გაკეთდა, აბიტურენტთა საკეთილდღეოდ იყო, რათა შეცდომების მინიმალიზება მოგვეხდინა. ვფიქრობ, ეს ინციდენტი უკვე მოგვარებულია. მათ შესაბამისი ახსნა-განმარტებები მიიღეს. დღეს უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელიც 16 ივლისს დასრულდება. მინდა, ყველა აბიტურიენტს წარმარტება ვუსურვო. მე შიგადაშიგ მივალ და პირადად გავაკონტროლებ, როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი", - განაცხადა სანიკიძემ.