საქართველოს მთავრობამ 2015-2017 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამა დღევანდე სხდომაზე დაამტკიცა. პროგრამა რეგიონუილი განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა წარმოადგინა. მინისტრის განმარტებით, _ „ ეს არის საშუალო ვადიანი სამთავრობო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის მიზნებსა და პრიორიტეტებს. დოკუმენტის შემუშავება და განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ფორმატში. დოკუმენტი პირდაპირ პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას და სამოქმედო გეგმის შესაბამისი დებულების მოთხოვნებს.“