ივერიონი / ელისო ჩაფიძე:-"რუსეთს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ბედი"

ელისო ჩაფიძე:-"რუსეთს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ბედი"

   ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი. მისივე თქმით ახლა საქართველომ გონივრული პოლიტიკა უნდა განახორციელოს რუსეთთან მიმართებაში, რათა ადგილი არ ჰქონდეს გართულებებს.

 მისი თქმით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ასოცირების ხელშეკრულებით "ვინმე სამაჩაბლოს დათმობას აპირებს, არის მიზანმიმართული დეფინფორმაცია". მან ყურადღება გაამახვილა რუსი დეპუტატების და დიპლომატების ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზეც და აღნიშნა, რომ მსგავსს განცხადებებში ტრაგიკული არაფერია, თუმცა საჭიროა საქართველოს მთავრობის მხრიდან მოზომილი პოლიტიკა და ქმედებები.

   _"გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან განხორციელებული ქმედებები, ვიდრე  მყვირალა განცხადებები.  ჩვენ რუსეთს ვერ შევცვლით, ამისი ილუზია მხოლოდ ზოგიერთ ხელისუფალს ჰქონდა საქართველოში, რუსეთი არის ძლიერი და დიდი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ბედი იმით, რომ ვეცადოთ მათთან ურთიერთობების დარეგულირება, დათვი არ უნდა გამოიწვიო საომრად, როცა იცი, რომ შეიძლება მოგერიოს. "ქართული ოცნება" სულ იმას ამტკიცებს, რომ არ უნდა გადავდგათ წინდაუხედავი ნაბიჯები, არ უნდა გამოვიწვიოთ ძლიერი მეზობელი და თუ  ვინმეს სურს იომოს რუსეთთან, ეს გააკეთოს ჩვენს გარეშე, მაგრამ ყველა ევროპული სახელმწიფო გონივრულ პოლიტიკას აწარმოებს ამ სფეროში და სადაც არ აწარმოებენ, იქ მეტია დანაკარგები, ჩვენ არ გვაქვს უფლება ადამიანების სიცოცხლეს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შევუქმნათ საფრთხე, იქმნება ახალი პოლიტიკური რეალიები და  ქართველი პოლიტიკოსები ამას  ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანებისთვის გამოიყენებენ".

 

27-06-2014, 11:47
უკან დაბრუნება