ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:
-"უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია-გამოვიყენოთ ყველა ის ახალი შესაძლებლობა, რასაც ვიღებთ ასოცირების ხელშეკრულებით. ეხება ეს დემოკრატიის ხარისხის უფრო მაღალ დონეზე აყვანას ქვეყანაში, ეხება ეს განათლების, ჯანდაცვის სისტემების უფრო მაღალ სტანდარტებს. ასევე, ეკონომიკური კუთხით ძალიან დიდი ასპარეზი ეძლევა ქართველ მეწარმეებს. თუ არ ვიზარმაცებთ, თუ ისევ პატრონის მოლოდინში და მის იმედად გვინდა დავრჩეთ, მაშინ უკმაყოფილება უფრო თვალსაჩინო იქნება. საფრთხე შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ, თავად ვერ მოვახერხოთ ამ ახალი, უნიკალური შესაძლებლობის გამოყენება და გულგაცრუებული დავრჩეთ იმიტომ, რომ არავინ არ გვიკეთებს იმას, რისი მოლოდინიც გვაქვს"