ასოცირების შეთანხმების გაფორმებას პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი დღეა! ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც დროში,
შეიძლება, სარგებლობის მომტანი გახდეს, მაგრამ, ამისთვის, ქვეყნის მ ო დ ე რ ნ ი ზ ა ც ი ა ა საჭირო-პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაცია!..და... დაუღალავი მიზანმიმართული და პროდუქტიული შრომა! არის მთავრობა (ხელისუფლება) მზად ასეთი შრომისათვის?! არის ხალხი მზად დაუღალავად იშრომოს და...მოსთხოვოს თავის ხელისუფლებას შრომის ასეთი პირობების შექმნა?! თავისთავად არაფერი მოდის! ტაშ-ფანდურით განვითარება არ მოდის!"