"მერაბ კოსტავას საზოგადოება" მოქალაქეებს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ულოცავს. საზოგადოების სახელთ მილოცვა ვაჟა ადამიამ გაასაჯაროა.
-"ძვირფასო თანამემამულენო! გულითადად გილოცავთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას! დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უდაოდ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია! ევროკავშირთან ასოცირების აქტი ქართველი და აფხაზი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა და ფუჭად ნურვინ გაირჯება მოაქციოს იგი ვიწრო პარტიულ, ან მით უმეტეს, პიროვნულ ჩარჩოებში. არ არის საკამათო, რომ ამ სანუკვარი დღის მოსაახლოებლად, კეთილსინდისიერად იღვწოდა პრეზიდენტი მ.სააკაშვილი მის სახელისუფლო გუნდითურთ და ეს გარჯა მათ უნდა დაუფასდეთ! დამსახურებული აპლოდისმენტები მათ! მაგრამ, არც იმის დავიწყება ეგების, რომ არა მაგალითი მერაბ კოსტავას მიერ განვლილ მოწამებრივი გზისა, 9 აპრილს "ერთ მუშტად შეკრულ ქართველი ერის წარსდგომა ღვთის წინაშე ," და მათი წმინდა სისხლის გაღების გამოისობით მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი, საკითხავია, შედგებოდა კი დღევანდელი დღე? რომ არა დავითი, დიდგორობას რომ ევროპელი ჯვაროსნები უმშვენებდნენ გვერდს, რომ არა სულხან - საბა, ილია და უამრავი ღირსეული წინაპარი ჩვენი, შესაძლებელი იქნებოდა განა დღევანდელ დღის გამოძერწვა? ჰო, ნურც ბ. ივანიშვილი, პრემიერი ი.ღარიბაშვილი და მისთვის ხელმოწერის უფლების, იდეის გამო სულგრძელად დამთმობ პრეზიდენტ გ.მარგველაშვილს დავივიწყებთ, მათაც მადლობა აქტის შეუფერხებლობის გამო!