დიდი ხანია ისინი "მშვიდობის მტრედის, განმანათლებლისა და მხსნელის" მისიით ჩამოდიან ჩვენს სამშობლოში. ამ ბოლო დროს კი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იხუვლეს!
თუ ვინმე პირდაუბანელ და გაუპარსავ, მოუთავებელი სახის ჭრელჩემოდნიან მგზავრს შენიშნავთ ევროპიდან (არა მარტო ევროპიდან!..) საქართველოსკენ თვითმფრინავით მომავალს, უტყუარია _ იგი რომელიმე "ევრო-ამერიკული" ჰუმანიტარული, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება. დიდი ხანია ისინი "მშვიდობის მტრედის, განმანათლებლისა და მხსნელის" მისიით ჩამოდიან ჩვენს სამშობლოში. ამ ბოლო დროს კი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იხუვლეს!
ჩემს ბავშვობაში, იმ შეზარხოშებულ რუს ოფიცერზე მომდიოდა ბრაზი, სამშობლოსკენ მომავალ ილია ჭავჭავაძეს რომ უხსნიდა ("მგზავრის წერილები") რუსეთის მისიას საქართველოს წინაშე!.. მესირცხვილებოდა _ საქართველოს და ილიას რა სჭირდა რუსის სასწავლი-მეთქი!
ვაი, მართლა სირცხვილო! ის ლოთობისგან ცხვირგაწითლებული რუსი ოფიცერი სანატრელი გაგვიხდა იმათთან შედარებით, ვის აღსაზრდელებადაც სახელწყეულმა შევარდნაძემ და მისმა სულიერმა შვილმა მიშა-შეურაცხადმა აქცია ჩემი ხალხი და ჩემი სამშობლო!
...მართლაც დიდ ინვესტიციებს დებენ დასავლეთში "ღვთის შვილთა განსწავლისათვის" (ღმერთმა ქნას, რომ მისი მეათედი, ჩვენ, ჩვენი სამშობლოს მომავალი გენოფონდისთვის შევიძლოთ!..). ცხადია, ეს ინვესტიციები რამეთი უნდა გაამართლონ და სადმე რაღაცაში უნდა გამოიყენონ მიღებული "სწავლა-განათლება".
"ევრო-ამერიკული" _ "მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების" და ე. წ. "განვითარების" პროექტით, ჩვენდა საუბედუროდ, საქართველო _ იდიოტთა და დაუნთა "ცოდნისა და გამოცდილების" სარეალიზაციო პოლიგონად იქცა!
ამასთან ერთად, საქართველო "მაღალი რისკის ქვეყანაა" და ყველა აქ ჩამომსვლელმა უცხოელმა, იმის გარდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენს დაჰკიდებს კისერზე (აქამდე ასე იყო!), ჯიბეშიც მაღალი და ღირსეული ჯამაგირი უნდა ჩაიდოს!.. თან ერთ თვეში იმდენი, ქართველი აკადემიკოსი 10 წელიწადში რომ ვერ მიიღებს!
ამერიკაში არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ჩემს სამშობლოში ასეთ "წარმატებულ" შვილებს, თვალზე სიხარულის ცრემლმომდგარი ქართველი დედა ეტყვის _ "დედა გენაცვალოსო!"
მეც, თქვენს დედებს რომ ვენაცვალე და შემოვევლე, ჩვენო უცხოელო "დამკვირვებლებო (არ ვიცით რისი დამკვირვებლები ხართ _ სეირის ალბათ!), ჩვენი ბედით დიდად შეწუხებულებო" _ მუხლის ჩოქებზე რომ დაგვიდგეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, შეგვეხვეწონ _ მობრძანდით, გვაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ, დაბრუნდით თქვენს სახლებშიო _ ეშმაკი ვერ გაგყრით თქვენ საქართველოდან და ცხვირს არ შეგვაყოფინებთ არც ერთგან!..
თქვენი ამბავი რომ ვიცი, ბოლო წუთამდე შეასრულებთ "ინტერნაციონალურ ვალდებულებებს", რათა თქვენს ჯამაგირს ცენტი არ მოაკლდეს! თუმცა თქვენ რას გემართლებით, ან რატომ უნდა გვქონდეს თქვენი იმედი, როცა _ საკუთარ სახლში, ევროპაში, ერთმანეთს შორის ვერ მოგიგვარებიათ ურთიერთობები!
შარშან, "დემოკრატიული" ევროპის შუაგულში, სამხრეთ ტიროლის ოკუპაციის 95-ე წლისთავი აღინიშნა. მეც ვიყავი მიწვეული ამ იუბილეზე.
უნიკალურად აღნიშნა იგი ორივე მხარემ:
_სამხრეთ ტიროლდაკარგულმა ავსტრიამ _ გლოვით!
_სამხრეთტიროლის მიმტაცებელმა იტალიამ _ ავსტრიისთვის სამხრეთ ტიროლის წაგლეჯის დამკანონებელი, ფაშისტი დუჩე მუსოლინის სურათებით საახალწლო კალენდრებზე!
მე ადრეც ვწერდი ამ საკითხზე. იგი ჩემი სულიერი ტკივილია და ადვილად არ მეთმობა, ვინაიდან ჩემთვის ყველა სოფელი, ყველა ხეობა, ეკლესია-მონასტერი და ციხე-კოშკი სამხრეთ ტიროლში ისეთივე ახლობელია, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!
უამრავი ჩამოსული და ადგილობრივი დაესწრო Bოზენ-ში (იტალიურად _ Bოლზანო) სამხრეთ ტიროლის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაცემულთა სულის მოსახსენიებელ წირვას. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ შევძელი იქ ჩასვლა, მაგრამ ავსტრიელი მწერლის და ისტორიკოსის ღოლფ შტეინინგერ-ის წიგნიდან "სამხრეთ ტიროლი პირველი მსოფლიო ომიდან დღემდე" (რომელსაც ქართულად ვთარგმნი) გადავწერე ერთი რვა გვერდიანი თავი. მოქმედი პირები და ადგილმდებარეობის დასახელებები შევცვალე აფხაზეთით და სამაჩაბლოთი, მისასალმებელი ორი წინდადება წავუმძღვარე და ასე მივაწვდინე ხმა 95 წლის მანძილზე სამხრეთ ტიროლის თავისუფლებას შეწირულთა (იქ დღესაც გრძელდება ბრძოლა სამხრეთ ტიროლის თავისუფლებისათვის) ჭირისუფლებს!
მოგვიანებით, ჩემი მეგობარი, საქართველოს დიდი ქომაგი და სამხრეთ ტიროლის დიდი პატრიოტი, დოქტორი რაინერ გაისლერი მიყვებოდა _ "წირვაზე მოსული საზოგადოება თვალცრემლიანი უსმენდა ქალბატონ ქრისტინე ფონ შპილმანს, შენგან გამოგზავნილ მიმართვას რომ კითხულობდა... ყველამ საკუთარ ტკივილად აღიქვა ის, რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოხდაო!"
ასე ტყუპისცალივით, წყლის ორი წვეთივით გვანან ერთმანეთს _ ევროპის შუაგულში _ ავსტრიაში და შორეულ კავკასიაში _ საქართველოში, უწყინარი ხალხების თავზე დატეხილი ტრაგედიები, რომელთა მშველელი არავინაა _ არც კავკასიასა და არც ევროპის შუაგულში!
ორივეგან, ხალხის გასაჭირზე ფული კეთდებოდა მხოლოდ და კეთდება დღესაც!
მე ერთხელ მოვუყევი, ჩემს მკითხველს ამის შესახებ, მაგრამ იმედი მაქვს იგი არ მიწყენს, თუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ (რადგან ერთხელ და ორჯერ მოყოლა საკმარისი არ არის იმის გასაგებად თუ გასაცნობიერებლად, რა უბედურება დაგვატყდა "ევრო-ამერიკელ მოკეთეთა" მიერ, სკალპახდილ და მანიპულირებულ თავზე), რათა ნათლად გავიგოთ _ ჩვენი პატრონი, საკუთარი თავის გარდა, არავინ არ არის დედამიწაზე და ამიტომ ამ თემას ხშირად უნდა მივუბრუნდეთ, ზოგიერთი გონებადაბინდული ჩვენი თანამემამულე რომ გამოვიყვანოთ საღათას ძილიდან!
...ხშირად გვესმის მავანთაგან _ "საქართველომ უნდა იხსნას კაცობრიობა, ჩვენ განუმეორებელი მისია გვაკისრია!"
დიდებული მოსასმენია _ იმედს მაინც გვმატებს, საარსებოს თუ არა! მაგრამ, ზოგჯერ გვავიწყდება _ თუ ამხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ დანარჩენი კაცობრიობის წინაშე, მაშინ გვევალება კიდეც _ ჯერ საკუთარი თავი გადავირჩინოთ "ჩვენი, ზოგადსაკაცობრიო, მისიონერული ვალის გამო!"
ერთმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, მთავრობის სახლთან გამართული "ტაშფანდურის" შემყურემ, დიდი გულისტკივილით და მობოდიშებით მითხრა: "მხოლოდ სულელების გარემოცვაში შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი შეურაცხადმა! ქართველები და მათი პრეზიდენტი ამის შესანიშნავი მაგალითიაო!.."
ძნელია მას არ დაეთანხმო. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს მოიტანს რამე შედეგს, თუ კი ხალხი, მოსახლეობა არ მიხვდა იმას, რა მოელის!
შარშან, თებერვალში გერმანიაში მორიგი "ბესტსელერი" გამოჩნდა წიგნების მაღაზიებში. მისი ავტორი გერმანული წარმოშობის ებრაელი გეორგ ფრიდმანი გახლავთ. მისი წიგნი _ "შემდეგი ასი წელი" ფანტასტიკურად რეალურ ფორმებში წინასწარმეტყველებს დედამიწის მერმისს მომავალი ასი წლის მანძილზე. წიგნი ინგლისურად დაიწერა და რამდენიმე თვეში მრავალ ენაზე, მათ შორის გერმანულადაც ითარგმნა. მე მას ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა ერთი ჩემი გერმანელი მეგობარი, რომელმაც მისახსოვრა იგი და ვრცელი მინაწერიც მოაყოლა მას:
"ძვირფასო დავით.
დარწმუნებული ვარ, წინამდებარე წიგნი, რომელმაც წაკითხვისთანავე ამიწეწა ფიქრები, საინტერესო იქნება შენთვის. თვალწინ გადამეშალა ცოდვილი მსოფლიოს რუქა და ჩემი სამშობლოს _ გერმანიის შემდეგ, ფიქრებმა საქართველოში გადამისროლა. მაშინვე შენ გამახსენდი... კიდევ ერთხელ მივუბრუნდი შენთან ერთად, მრავალგზის ნაკამათევ თემებს _ "ბაგრატიონების მრავალსაუკუნოვანი დინასტია", "ტრადიცია და მისი უგულვებელყოფა", "უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გერმანიასა და საქართველოში!"
გამახსენდა, ჩემს ნათქვამზე _ გერმანიაში ერთ სულ მოსახლეზე მატება 0,8%-ზე დაბლა ჩამოვიდა _ შენი კომენტარი _ "გერმანელებს გაგიმართლათ, რომ ბავშვები დაბადებისას თავით მოდიან ამ ცოდვილ მიწაზე, თორემ ამიერიდან ყველა გერმანელი უთავოდ დაიბადებოდაო!"
კიდე ერთხელ ვიცინე (ქართულ გამოთქმას ვიხმარ), ამჯერად "სიმწრის სიცილით!"
ერთნაირი ბედი გველის გერმანელებს და ქართველებს მომავალი ასი წლის მანძილზე, მაგრამ, რაც გინდა გასაკვირი იყოს, თქვენ _ 5 მილიონიან ქართველებს გაცილებით დიდი შანსი გაქვთ გადარჩენის, ვიდრე ჩვენ _ 80 მილიონიან გერმანელებს და იგი შემდეგში მდგომარეობს:
ჩემი სამშობლო გერმანია და გერმანელები, მას შემდეგ რაც სახელმწიფოებრივი
სახე მიიღო და ცივილიზაციას ეზიარნენ, მუდამ სხვის დაპყრობაში და სხვისი მიწების შემოერთებაში იყვნენ გართულები. უამრავი პატარა ხალხები და სახელმწიფოები არსებობდნენ გერმანიის ფრთის ქვეშ.
_სუსტი იყო გერმანია _ სუსტი და დამშეული იყო მის ფრთის ქვეშ მყოფი ხალხები და სახელმწიფოები!
_ძლიერი იყო გერმანია _ ძლიერი და მაძღარი იყო მის ფრთის ქვეშ მყოფი ხალხები და სახელმწიფოები!
გერმანია, სხვებზე ბატონობას იყო მუდამ მიჩვეული და სხვისი ფრთის ქვეშ ვერ
მოთავსდება. იგი ამას ვერ აიტანს და მისი გადაშენება გარდაუვალია!
სულ სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე საქართველოს სინამდვილეში. თუ რომელიმე
ერზე ითქმის დედამიწის ზურგზე "მათი ისტორია გამუდმებული ომების ისტორიააო!", ეს პირველ რიგში ქართველებზე ითქმის. ამ მამაცმა ხალხმა გაუძლო დროის გამოცდას და ათასწლეულები გამოიარა დღემდე!
ჩვენ ადრეც არა ერთხელ გვიკამათია ამ საკითხზე _ თუ რამ გააძლებინა საქართველოს მუდმივად სხვადასხვა დამპყრობლის უღელქვეშ.
ყოველთვის მახსოვს სამხრეთ საქართველოში შენს მიერ მოყოლილი და შენთან ერთად ნანახი ისტორიული ძეგლები, რომლებიც ხან მონღოლების, ხან სპარსების, ხანაც თურქების მიერ დაპყრობილ კუთხეში შენდებოდა (საფარის სამონასტრო კომპლექსი მიდგას თვალწინ, ამ სტრიქონებს რომ ვწერ)!.. რა ძალა შეაძლებინებდა იმდროინდელ ქართველობას ამ სასწაულებს?
შენ კარგად იცი ჩემი პასუხი _ ღრმა რელიგიურობა, ათასწლოვანი ტრადიციების
და წეს-ჩვეულებების ერთგულება, სიამაყე, რომ ქართველი ვარ და ქართველად დარჩენის გენეტიკური სურვილი!
მსოფლიოში 500 წელზე მეტხანს არც ერთ დინასტიას არ უარსებია ბაგრატიონების გარდა. მეამაყება, რომ ამ ქვეყანაში და ამ ხალხთან ერთად მომიწია წლების განმვლობაში ცხოვრებამ და მუშაობამ.
თუ ქართველები არ უღალატებენ ათასწლეულების მანძილზე გამოცდილ, ზემოთ ნახსენებ თვისებებს _ გერმანელებისგან განსხვავებით 21-ე საუკუნის შუაწლების კატასტროფას გაუძლებენ და რომელიმე დიდი მეზობლის "სახურავის" ქვეშ იარსებებენ; აქამდე მოტანილ, ეროვნულ და კულტურულ სიმდიდრეებსაც წარმატებით განავითარებენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს არასასიამოვნოდ მოსასმენ დასკვნებს, ჩემი უსაყვარლესი ქართველების შეურაცხყოფად არ მიიღებ _ ეს მწარე რეალობაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერც გერმანელი და ვერც ქართველი ვერ გაექცევა!
ზემოთ ვახსენე _ ჩემი ერი არ არის სხვისი კალთის ქვეშ ყოფნას ჩვეული-მეთქი. სხვები იყვნენ მუდამ მის კალთას შეფარებული. ამიტომ მას ის იმუნიტეტი არ გააჩნია, რაც ქართველობას და დაიღუპება!
ქართველები, პირიქით _ მათ ათასწლეულების მანძილზე გამოუმუშავდათ დამპყრობლებთან ბრძოლის და უკიდურეს შეთხვევაში მათი ფრთის ქვეშ ცხოვრების
იმუნიტეტი, ამიტომაც თქვენ გადარჩებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ზეწოლას
გაუძლებთ და არ გაგიქრებათ _ ღრმა რელიგიურობა, ათასწლოვანი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების ერთგულება, სიამაყე რომ ქართველები ხართ და ქართველად დარჩენის გენეტიკური სურვილი!
ჩემო ძვირფასო დავით, იმედი მაქვს ჩემი წერილი კიდევ უფრო დიდი ინტერესით განგაწყობს წინამდებარე წიგნისადმი და ველოდები შენგან შემოხმიანებას!
პატივისცემით
პროფ. დრ. რ. ფონ არნიმი"
წელიწადი გავიდა ამ წერილის წაკითხვიდან და მას აქამდე ვერ მივუბრუნდი. მიმაჩნდა, რომ ჯერ კიდევ არ არის ისე კატასტროფულად ჩვენი საქმე და მოიძებნება გამოსავალი, მაგრამ ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მარწმუნებს, რომ არათუ ფიქრის დრო გაგვაჩნია _ დიდი ხნის დაგვიანებულია კიდეც და მართლა ღვთის სასწაული თუ არა, ჩვენი გადარჩენის შანსი არ არსებობს!
_გაიხსენეთ, მიშა-შეურაცხადის განცხადებები და ბრძანებები: "რაც შეიძლება მალე უნდა გავამერიკელდეთ!", "ინგლისური ენის უცოდინარი, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი დიპლომს ვერ მიიღებს!"
_დააკვირდით _ პროფ.დ-რ. რ. ფონ არნიმის გაფრთხილება ამ ორ "განცხადება-ბრძანებაშია" გაცამტვერებული! თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ გაცილებით ადრე გვემუქრება გადაშენება, ვიდრე გ. ფრიდმანის წიგნში დასმული საშიშროების ზარი ჩამოჰკრავდეს!
გერმანელებს, ეტყობა, კარგად აქვთ შეგნებული კარს მომდგარი დემოგრაფიული კატასტროფა და ისინი ყველანაირ ზომებს მიმართავენ ამ უბედურებისგან თავის დასაღწევად. საქმე იქამდის მივიდა, რომ რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მამაკაცი მინისტრიც კი გათხოვდა, მაგრამ გერმანელთა დემოგრაფიულ კატასტროფას, გიდო ვესტერველლეს თავგამოდებამ, გღემდე ვერაფერი უშველა!
წარმატებას, არც სქეს და გონებამანიპულირებულ ქართველთაგან უნდა ველოდოთ (მიუხედავად ახალი მთავრობის და ახალი იმედებისა), რომლებსაც ტელეეკრანს არ აცილებენ _ ახალი, "ევრო-ამერიკული გადაგვარების" დროის სამთავრობო მედაფდაფენი!
რაც შეხება გ. ფრიდმანის წიგნს, იგი ცდება ფანტასტიკის სფეროს და საკმაოდ პრაგმატულადაა დასაბუთებული მოსალოდნელი დემოგრაფიული ცვლილებები დედამიწის ზურგზე, რომელიც უახლოეს 50 წელიწადში რადიკალურად შეცვლის ძალთა თანაფარდობას ქვეყნებს შორის და ამ ქვეყნების სახელმწიფო საზღვრებსაც!
ეს წერილი არ ითვალისწინებს გ. ფრიდმანის წიგნის განხილვას, მაგრამ, სანამ მკითხველი თვითონ წაიკითხავდეს მას, მოკლედ გაგაცნობთ მის შინაარსს, თუ რას ეფუძნება ავტორის სენსაციური განცხადება, რომ დღემდე შემორჩენილი ორი იმპერია აშშ და რუსეთი 2050 წელს სასწაულებრივად დაიშლება:
"ამ დროისათვის მათი განვითარების დონე ზენიტს მიაღწევს. იმდენ იარაღს შექმნიან, მისი მართვის საშუალება არ ექნებათ. ტექნიკის განვითარებას ნახევარ გზაზე ვერ მოსდევს საკუთარი მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდის ტემპი, რაც იმას ნიშნავს _ მათ მოწინააღმდეგეებს იარაღის წარმოება არც დასჭირდებათ, ამერიკელების და რუსების მიერ დამზადებულ საომარ მანქანებს შემოასხდებიან და დამთავრებულია კიდეც ფულის ძალით ცოდვილი დედამიწის ზანზარი!"
ეს მარტივად და ზედაპირულად! სერიოზულად კი დაინტერესებული მკითხველი გ. ფრიდმანის წიგნს (ქართულად მას არავინ თარგმნის, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოში განსახორციელებელ "ევრო-ამერიკულ" ილუზიებს) ორიგინალში გაეცნობა!
მანამდე კი, კიდევ ერთი გულგასახეთქი ამონარიდი ამ წიგნიდან _ ...2050 წლის მსოფლიო რუქაზე კავკასია მთლიანად გადაწითლებულია და იქ თურქეთის გარდა არც ერთი სახელმწიფო არ ჩანს!
ლოგიკა მარტივია _ თურქები გამრავლებას "მითაჟამური" მეთოდით აგრძელებენ! ქართველები კი დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრას _ ქალის-ქალზე და კაცის-კაცზე "ევრო-ამერიკული" დამყნობის წესით აპირებენ!
ერთი სომხურ-აზერბაიჯანული ანეგდოტი გამახსენდა ამ თემაზე, როცა, მათ ჰკითხეს, როგორ მიდის საქმეო:
_ Эксперименты продолжаются, пока результатов нет!Оказывается, таким методом дети не рождаются-ო!!!
ეს ანეკდოტი დიდი ხნის წინ ითქვა. ასევე, დიდი ხანია _ ჩვენი მეზობლები მიხვდნენ "ექსპერიმენტის" უაზრობას, მამაპაპურ მეთოდს მიუბრუნდნენ და საქართველოში მოსახლეობის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მატება _ სწორედ მათ ხარჯზე ხდება! ქართველები კი ამ საქმესაც "ვარდისფერი სათვალეებით" უყურებენ!
ხომ არ არის ყველაფერი ეს _ ევროპის და ამერიკის აეროპორტებიდან საქართველოში ჩამოფრენილი "ჭრელჩემოდნიანი" მგზავრების "რუდუნების" შედეგი? მკითხველმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა _ ვისგან რა ისწავლა და რა სიკეთე მოუტანა მამაპაპური ტრადიციების უარყოფამ!
დავით ქობალია