ივერიონი / საომარ მოქმედებებზე მთელ პასუხისმგებლობას პუტინი პოროშენკოს აკისრებს

საომარ მოქმედებებზე მთელ პასუხისმგებლობას პუტინი პოროშენკოს აკისრებს

   უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების განახლებასა და მსხვერპლზე რუსეთის პრეზიდენტმა მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის პრეზიდენტს დააკისრა. რამდენიმე საათია პუტინი რუს დოპლომატებს ხვდება. სწორედ ამ შეხვედრაზე გაასაჯაროვა მისი და პოროშენკოს სატელეფონო საუბრის შინაარსი და განაცხადა, რომ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს მისი ქმედების სავალალო შედეგს.

   -"სატელეფონო საუბარი შედგა ასევე გერმანიის და საფრანგეთის მაღალჩინოსნებთან. მე მერკერთან და მიტერანთან ერთად შევძელი პოროშენკოს გადარწმუნება, მაგრამ ვაშინგტონთან საუბრის შემდეგ მან მიიღო ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების გაუქმება და საომარი მოქმედებები განაახლა. მიმდინარეობს ბრძოლები, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. მე ვერ დავარწმუნე უკრაინის პრეზიდენტი, რომ საიმედო და მშვიდობიანი მსოფლია ვერ იქმნება ომის გზით".

შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ჟურნალისტების მკვლელობა და მისი თქმით ეს საკითხი სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ შეახსენა პოროშენკოს. 

   რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი ვერ დაუშვებდა სევასტოპოლში ნატოს ჯარების შესვლას. მისი თქმით ეს პროცესი კორდინალურად შეცვლიდა ძალების ბალანსს შავისზღვისპირეთში.  

 

1-07-2014, 17:34
უკან დაბრუნება