ივერიონი / კიევის ცენტრში მიმდინარე მიტინგზე გაზის ბალონები ააფეთქეს, მომიტინგეებს სისხლი სდით...

კიევის ცენტრში მიმდინარე მიტინგზე გაზის ბალონები ააფეთქეს, მომიტინგეებს სისხლი სდით...

   უკრაინული მედიის ცნობით კიევის ცენტრში, უმაღლესი რადას შენობის წინ მიმდინარე  მიტინგზე მოქალაქეთა სამი ჯგუფია შეკრებილი. ერთი ჯგუფი კრედიტების დარეგულირებას ითხოვს და ბანკებს კანონიერების დაცვას მოუწოდებს, მეორე ჯგუფს ექიმები წარმოადგენენ, რომლებიც სამედიცინო სფეროში კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ, მესამე ჯგუფი კი მაედანის მონაწილეები არიან, რომლებიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას მოითხოვენ. 

   მედიის ცნობით მიტინგზე სროლაც ისმოდა და გაზის ბალონებიც აფეთქდა, არიან დაშავებულებიც, რომელთაც ხელებიდან და თავიდან სისხლი სდით. რადას შენობიდან გამოსულ დეპუტატ სერგეი პაშინსკის კი მომიტინგეებმა პიჯაკი შემოახიეს და შეძახილებით-"დაუბრუნდი სამუშაო ადგილს! არ მოგცემთ შენობის დატოვების უფლებას!" გზა არ მისცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მეთაური იძულებული გახდა შენობაში შებრუნებულიყო. 

 

1-07-2014, 18:37
უკან დაბრუნება