საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი 2 ივლისს ახლადარჩეულ მერებსა და გამგებლებს სასტუმრო "ამბასადორში" 12:00 საათზე შეხვდება და ახალ კოდექსს გააცნობს. მინისტრის მოადგილე იმ საკითხებს განმარტავს, რომელიც თვითმმართვეობის ახალი კოდექსის მიხედვით, არჩეული მერებისა და გამგებლების უფლებამოსილების ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდება.