გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ მსხალგორში უკანონო ნადირობის შედეგად მოკლული 2 ჯიხვი ამოიღეს. დაღესტნური ჯიხვი საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შეტანილი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 130.000 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევებს უკანონო ნადირობისას გამოყენებული იარაღები და 30 კილოგრამამდე ოდენობის ჯიხვის ხორცი ჩამოერთვათ.
ვინაიდან, აღნიშნული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.