როგორც ჩანს, ქართველი „წინასწარმეტყველი“ ლელა კაკულია, იგივე „ქართველი ვანგა“ კოსმოსიდან საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციებს იღებს - ახარისხებს, ამუშავებს და მერე თავის ფანებს უანგაროდ ურიგებს.
ამჯერად „ქართველი ვანგა“ „ქრონიკა+“- სწყალობს და მის ერთგულ მკითხველს პოლიტიკური პროგნოზებით ანებივრებს.
ესა, ისაო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებაო, ალასანია თავის კარიერას თავდაცვის სამინისტროში დაამთავრებსო, ღარიბაშვილი უნდა გადადგესო (კარგი ბიჭია, მაგრამ ეს მისი ადგილი არ არის, ბოლო-ბოლო ახალგაზრდა კაცია და ამდენ ტვირთს ვერ ზიდავსო), მარგველაშვილი ერთი ბუნჩულა, მაგრამ განათლებული კაცია და კარგია ანალიზებით რომ ერთობაო!..
თუმცა ამაზეც არ ჩრდება და თავის ადრინდელ „წინასწარმეტყველებასაც გვახსენებს - მე ხომ ვამბობდი, ეს გარდამავალი ხელისუფლება იქნება და მერე უკვე ძლიერი მთავრობა მოვა-მეთქი (ოღონდ, როდის არ აკონკრეტებს).
სიცრუისა და ფარისევლობის ეპოქაში ლელა კაკულიას „წინასწარმეტყველების“ არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მე უფრო იმ ადამიანების მიკვირს, ვინც „ქართველ ვანგას“ აპიარებს და ისედაც ზომბირებულ საზოგადოებას, მაპატიეთ და, კიდევ უფრო აქლიავებს!
კოსმოსიდან მიღებული ინფორმაციების რა გითხრათ, მაგრამ „ქართველი ვანგა“ სპეცსამსახურებიდან რომ იღებს ინფორმაციას, აშკარაა!
კარგით რა, ბოლოს და ბოლოს, კარგით რა _ დაგვასვენეთ ასეთი ცრუწინასწარმეტყველებისგან!