თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, ცოტა ხნის წინ, ე.წ. მატროსოვის ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს. ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ ციხე უკვე დატოვა.
მედია-საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას, ახალი ბრალი, ამჯერად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს. ბრალდების ერთ-ერთი მოწმე ლადო ბედუკაძეა.