ამ წუთებში თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
-"მინდა მივმართო არა რუსულ მეხუთე კოლონას და არა კრიმინალებს, არამედ ჯანსაღ ქართველ პატრიოტებს! მეგობრებო, ამ საქმეზე საუბარი არც ღირს, ეს ისეთივე ტყუილია, როგორებიც აქამდე ნანახი ყველა სხვა დანარჩენი, მთავარი კი ის არ არის, რომ დღეს საქართველოს ებრძვის რუსეთი ივანიშვილის ხელით, ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ყველას გთხოვთ, დააკვირდეთ მოვლენებს და ეს ცხადზე ცხადი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთი ახორციელებს ივანიშვილის ხელით სასამართლოზე უპრეცენდენტო ზეწოლას, ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ, საქართველოს ბედი მაინც ჩვენს ხელთ არის, უნდა დავამარცხოთ მეხუთე კოლონა და საქართველოს მოვუტანოთ საბოლოო თავისუფლება!"