თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე არ დააკმაყოფილა პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.
თავად უგულავა კი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"მოვიგე სასამართლო. პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეხლა მარტო იმიტომ წავალ კიშინოვში, რომ დავბრუნდე".
ცნობისთვის, უგულავას ბრალი "სითი-პარკის" საქმეზე წაუყენეს. სახელმწიფო ბრალდება მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას მოითხოვდა, რათა უგულავას საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალება არ ჰქონოდა.