ივერიონი / კახი კახიშვილი:-"ხელისუფლება ვალდებული იყო გამოცხადებული მორატორიუმი ბოლომდე დაეცვა"

კახი კახიშვილი:-"ხელისუფლება ვალდებული იყო გამოცხადებული მორატორიუმი ბოლომდე დაეცვა"

   ექსპერტი კახი კახიშვილი გიგი უგულავას საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებული იყო გამოცხადებული მორატორიუმი ბოლომდე დაეცვა. მისი აზრით, ადამიანს, რომელსაც გაქცევა აქვს ჩაფიქრებული ვერც პასპორტი და ვერც სხვა რამ ვერ დააკავებს. კახიშვილის თქმით ფაქტებს მოკლებული განცხადებები ალოგიკურია. 

   -"თუ  გამაცხადე მორატორიუმი, მაშინ არჩევნების მეორე ტურის დროს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პასუხიგებაში  არ უნდა მისცე. მითუმეტეს გიგი უგულავა ამ საკითხში დანაშაულის ფაქტზე არ დაიჭირეს.  ხოლო, განცხადება იმის შესახებ, რომ იგი საზღავრგარეთ აპირებდა გასვლას, ჩემთვის  საერთოდ ალოგიკურია. თუ გამოძიებას აქვს  მტკიცებულება, რომ იგი მართლაც აპირებდა ქვეყნიდან გაქცევას, ამას გირაო უშველის? ეს არის ერთადერთი  შემთხვევა, რომელიც დადგენილია სისხლის სამართლის კოდექსით, რომ უნდა შეხვიდე პატიმრობით".

 

2-07-2014, 19:52
უკან დაბრუნება