ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ გიგი უგულავა 4 ივლისს ფინანსური პოლიციის საგამოიებო სამსახურშია დაბარებული.
"საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, 2014 წლის 4 ივლისს, 10:00 საათზე, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საგამოძიებო სამსახურში დაბარებულია გიორგი უგულავა."