ბაქოში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელობის არჩევნები გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარემ, შვედმა დეპუტატმა ვალბურგა ჰაბსბურგმა თანამდებობა დატოვა და ფრაქციამ გიგი წერეთელი თავმჯდომარედ აირჩია.
ამავე დღეს ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებიც გაიმართა, რომელშიც გამარჯვება EPP-ის წარმომადგენელმა, ფინემლა დეპუტატმა ილკა კანერვამ მოიპოვა. დეპუტატს აქამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. გიგი წერეთელმა პირველი შეხვედრა უკვე გამართვა ასამბლეის პრეზიდენტთან.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ფრაქციის თავმჯდომარეს ირჩევენ. ფრაქციის შემადგენლობაში ასზე მეტი დეპუტატია ეუთოს რეგიონის 50-მდე ქვეყნიდან. შეგახსენებ, რომ გიგი წერეთელი ამავე დროს ეუთოს საპარლამენტო ასამბელის ვიცე-პრეზიდენტია.
ეუთოს საპატრლამენტო ასამბლეა მსოფლიშო ყველაზე დიდი საპარლამენტო გაერთიანებაა, რომელიც მსოფლის 57 ქვეყნიდან 400-მდე პარლამენტის წევრის აერთიანებს.