ივერიონი / ნინო შარაშიძე ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარედ აირჩიეს

ნინო შარაშიძე ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარედ აირჩიეს

   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ორჰუსის კონვენციის მხარეთა მიმდინარე შეხვედრაზე (მაასტრიხტი) 2014-17 წლების პერიოდისათვის მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც ამავდროულად კონვენციის ბიუროსა და მხარეთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესაც წარმოადგენს.

   ნინო შარაშიძის კანდიდატურის წარდგენა პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, თბილისიდან სკაიპით ჩართვის საშუალებით განხორციელდა. დარბაზმა მის კანდიდატურას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.

   ორჰუსის კონვენციას საფუძველი 1998 წლის წლის ოქტომბერში დანიის ქალაქ ორჰუსში ჩაეყარა და ძალაშია 2001 წლის ოქტომბრიდან. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა. მისი მიზანია, გააძლიეროს გარემოს დაცვა საზოგადოების ჩართვით გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებში და მათი მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, უზრუნველყოს ახლანდელი და მომავალი თაობების უფლება- იცხოვროს ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში.

 

3-07-2014, 08:09
უკან დაბრუნება