რუსეთის პრემეირ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი საომარი მოქმედებების განახლებაში და მსხვერპლის არსებობაში მთელ პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს აკისრებს და მომავალ საფრთხეებს ხედავს.
-"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეწყვეტით პრეზიდენტმა პოროშენკომ დრამატული შეცდომა დაუშვა. ის ახალ მსხვერპლს მოიტანს და მათზე უკვე პასუხისმგებელი ის პირადად იქნება. ეს ერთი და მეორე-ამის შემდეგ მოლაპარაკებებზე მიბრუნება ძალიან ძნელი იქნება, ასეთია ომის კანონები,"-წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
საომარი მოქმედებების განახლებისას კი ბელორუსია მოულოდნელ განცხადებას აკეთებს და რუსეთთან ერთად ბრძოლისთვის მზადყოფნას აცხადებს.
ალექსანდრე ლუკაშენკომ პუტინთან მინსკში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბელორუსები მზად არიან რუსეთთან ერთად იბრძოლო, თუმცა ვის წინააღმდეგ ეს არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით საზეიმო დღეებში პუტინის მინსკში ყოფნა სიმბოლურია, რაც იმას მოწმობს, რომ ორი ერი როგორც ადრე ახლაც ერთად არის.