ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N21 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 72 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6,290%, მაქსიმალური - 6,520%, ხოლო საშუალო შეწონილი 6,403%.