ივერიონი / დავით ქობალია: თუ ასე გაგრძელდა, არა მარტო მთავრობის, ქვეყნის დასასრულიც შეიძლება დადგეს!

დავით ქობალია: თუ ასე გაგრძელდა, არა მარტო მთავრობის, ქვეყნის დასასრულიც შეიძლება დადგეს!

...გულიანად გამეცინა, როცა გავიგე _ სარკოზი დააპატიმრესო!

_იმიტომ კი არა, რომ გამიხარდა!..რა უფლება მაქვს, ფრანგების პრეზიდენტის მსაჯული ვიყო, ან, რატომ უნდა გამიხარდეს ადამიანის პატიმრობა?!.

_არა ბატონებო, მე, საკუთარი ქვეყნის, უნიფხო (მაპატიეთ გამოთქმისთვის!) მართლმსაჯულთა  სიცოდვილის გამო გამეცინა!

როცა, ამ საცოდავებს, საქართველოს მოსახლეობის მიერ, არა ერთ საკითხში, ქვეყნის წინაშე დამნაშავედ აღიარებული, მიშა-შეურაცხადი, განსასჯელის სკამის ნაცვლად, უკრაინაში მიავლინეს და _ ის ევროპა, რომლის „ასოცირებული წევრიც“ გუშინწინ გავხდით, „იმედის თვალით“ უყურებს მას,  როდის „დაალაგებს“ უკრაინაში სიტუაციას, საქართველოს მსგავსად და დედა სამშობლოს დამშვიდობებულ „ყირიმს“, როდის მიაყოლებს უკრაინის დანარჩენ „წმინდა ნაწილებს“, ვიდრე იგი, იუგოსლავიასავით მარტივ მამრავლებად დაიშლება!

როცა  _ გიგი უგულავა, სასამართლოებს ერთი-მეორეზე იგებს და ცოცხალ-მკვდარს აგინებს პრემიერმინისტრს და მის მთავრობას, მათი მომყვანიანად!

როცა _ ნაგენპროკურორალი ადეიშვილი, შეიძლება, იმავე თანამდებობაზე უნგრეთში დანიშნონ და ამ ქვეყნის ეროვნულ გმირადაც გამოაცხადონ!

როცა _მეზობელ აზერბაიჯანთან (რომელსაც, საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი და შავი ზღვის, ყველაზე ღრმა პორტი-ტერმინალი „ყულევი“, ხელში უჭირავს),  ქართული მართლმსაჯულება იმას ვერ აღწევს, შავი ფულის გადატანაში ეჭვმიტანილ, ნაცპარლამენტართა დამნაშავეობა, თუ, უდანაშაულობის მტკიცებულებები მოიპოვოს!

როცა _ ისედაც ტერიტორიებშემოკრეჭილ ქვეყანაში, იმისი უფლება არ გაგაჩნია, რომ საკუთარ მიწას ისე მოექცე, როგორც შენთვის ჯობია და გინდა, და გარედან გაძალებენ _ „გაყიდე, თორემ დემოკრატიას დაგიწუნებო!“

როცა _ არჩევნებში 70% მოსახლეობის ბოიკოტს, შენ გაბრალებენ, სინამდვილეში კი _ იმ 70-მა პროცენტმა, იმიტომ გაქცია ზურგი, ქვეყნის დამაქცევარი ნაცხროვა, ციხის ნაცვლად, დღემდე პარლამენტში გიზის, გაგინებს, შინ და გარეთ გათახსირებს და მათი, კანონის ძალით გაუუვნებელყოფის უფლებას „ევრო-ამერიკელი დემოკრატია“ არ გაძლევს და ამას მალავ!

როცა _ ზემოთთქმულის ჭეშმარიტებაში, ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, ეჭვი არ ეპარება!

...და კიდევ, როცა, უამრავი როცაა ჩამოსათვლელი, _ მთავრობის წაყრუება და „არაფერი მინახავს, არაფერი მსმენიაო!“ _ იმ 70%-ის დედის გინებაა, რომელიც, ამას, არავის აპატიებს!

_განგაშის ზარია დასარისხებელი, რადგან, თუ ასე გაგრძელდა, არა მარტო მმართველი მთავრობის _ ქვეყნის დასასრულიც შეიძლება   დადგეს!


3-07-2014, 10:06
უკან დაბრუნება