"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე გიგი უგულავას დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
-"გიგი მხნედ არის. თითოეული ჩვენთაგანიც. ამ წუთიდან ადამიანის არამსგავსი ჩემი მეზობელი აღარ მაინტერესებს. ბიძინა ივანიშვილო, შენი კომფორტი დასრულდა. ეგ შუშის სახლი დაგრჩება ოხრად.
გარწმუნებთ, რომ სწორად ქვეყანაზე ვფიქრობთ და არა ჯიბეებზე. ეხლა მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, გონებით ვიმოქმედოთ. ადვილი არ არის, გიგი ჩემი უახლოესი მეგობარია.
კაპრიზი ბიძინასია, პასუხისმგებლობა კი თითოეული თქვენთაგანისაა. არ აქვს მნიშვნელობა, ჯანდაცვის მინისტრი ხარ თუ იუსტიციის. მთელს მსოფლიოს ეცოდინება, რომ საქართველოში ოლიგარქის მონების მთავრობაა. მონებო!"