ივერიონი / ალექსანდრე ჭიკაიძე:-"უგულავა არაერთხელ გააფრთხილეს, არ გასულიყო ქვეყნის ტერიტორიიდან"

ალექსანდრე ჭიკაიძე:-"უგულავა არაერთხელ გააფრთხილეს, არ გასულიყო ქვეყნის ტერიტორიიდან"

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გიგი უგულავას  დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დაკავებაში პოლიტიკური დევნა არ არის.

   -"თბილის ყოფილი მერი არაერთ ფინანსურ მაქინაციაშია გარეული და მის მიმართ არანაირ პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი. პროკურატურა არის ამ საქმეებით დაკავებული და გამოძიება ობიექტურად და სწორი მიმართულებით მიდის.

 ჩემი ინფორმაციით, ის არაერთხელ გააფრთხილეს, არ გასულიყო ქვეყნის ტერიტორიიდან. მიუხედავად გაფრთხილებისა, მან მაინც გადაწყვიტა საზღვრის გადაკვეთა, ამიტომ მოხდა მისი დაკავება. ვინც კანონს დაარღვევს სისსხლის სამართალის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. აქ მორატორიუმი საქმე ვერ უშველის" - განაცხდა ჭიკაიძემ.

 

3-07-2014, 13:27
უკან დაბრუნება