-"უკრაინული თვითმფრინავების მიერ ჩამოყრილი ბომბები დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. არის მსხვერპლი. ლუგანსკის ქუჩები ადიალაში გახვეული ცხედრებითაა სავსე, შენობები კი დამწვარია.
დაბომბვის შედეგად გარდაცვლილებს შორის არის 5 წლის ბიჭუნა, რომელსაც გუშინ დაბადების დღე ჰქონდა"-აცხადებს რუსული საინფორმაციო საშუალება "ვესტი".
-"ასე ცხოვრება შეუძლებელია! რას აკეთებს პოროშენკო, არ ვიცით. ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ არაფერი გვინდა ჰარდა იმისა, რომ ვიცხოვროთ და ბავშვები გავზარდოთ"-აცხადებს მედიასთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები ირინა სტასიუკი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხეილ კოვალევი კი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უარყოფს და აცხადებს:
-"საჰაერო დაბომბვა არ ყოფილა, მითუმეტეს ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ ვესვრით".
რუსეთი კი მოუწოდებს უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და არ იყოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.