ივერიონი / "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

   238 წლის წინ  4 ივლისს მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ცამეტი კოლონია ინგლისისგან დამოუკიდებელ შტატებად გამოაცხადა და დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 

   სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ის მთავარი ფასეულობებია, როემლზეც უნდა იდგეს რელურად დემოკრატიული სახელმწიფო და რომლის მაგალითიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

   "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, უსურვებს მშვიდობას, განვითარებას,  წინსვლას და იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

 

4-07-2014, 14:52
უკან დაბრუნება