პალესტინელების აღშფოთება და მასობრივი არეულობა გამოიწვია ისრაელის პოლიციელების მიერ 15 წლის პალესტინელი მოზარდის სასტიკად ცემის კადრებმა, რომელიც თვითმხილველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლის ფანჯრებიდან გადაიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით ნაცემი მოზარდის ბიძაშვილი იერუსალიმში ცოცხლად დაწვეს რადიკალებმა.
მოზარდის ცემის ამსახველ ვიდეოს რტ.ცომ ავრცელებს, სხვა ფირები კი, როგორც სააგენტო იუწყება პალესტინის ტელევიზიამ გაავრცელა, რასაც მასობრივი არეულობა და პროტესტი მოჰყვა.