ადვილად შესაძლებელია გიგი უგულავას დაპატიმრებით გამოწვეული საზოგადოების ხბოს აღტაცება არჩევნების შემდეგ იმედგაცრუებამ შეცვალოს. ამის მიზეზი სასამართლოს ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება იქნება!
რამდენადაც ცნობილია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. აი, იქ კი დავალება უკვე მიღებული აქვთ - ამის დასტური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებაა, რომელიც ასე იკითხება: საქალაქო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან აქცენტი იმ კონკრეტულ მოსამართლეზე გადაიტანა, რომელმაც უგულავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ანალოგიური მინიშნება იყო ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მხრიდანაც - მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საქართველომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, თან დასძინა: კარგია ზემდგომი ინსტანციები რომ არსებობენო!
დიახ, არც თუ ისე შორეულ მომავალში „თავისუფალი სასამართლოს“ სახელით უგულავა პატიმრობას თავს დააღწევს და „ნაციონალების“ თავშეწირულ გმირად იქცევა!
ისე, კუბლაშვილის სასამართლოსგან რა უნდა გაგიკვირდეთ, გასაკვირი უფრო ის იქნება, უგულავა პატიმრობაში დარჩეს!
როდემდე უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში კატა-თაგვობანას თამაში?!
P.S.ახლა თმებს ნუ დაიწიწკნით და ნუ ათუხთუხდებით - საიდან გელანდება, უგულავა რადგან გასკვანჩეს, აწი ვინ გამოუშვებსო. გეთანხმებით, დამნაშავის ადგილი ციხეშია, მაგრამ, მე იმას ვჩივი, მისი ადგილი რომ იქ არ მოიძებნოს - ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ასეთ „სიურპრიზებს“ კარგა ხანია შევეჩვიეთ!