ივერიონი / ინგა ქარდავა ქუცნაშვილს მიმართავს-"ნუთუ არ გრცხვენიათ, ბატონო ზაქარიავ?!."

ინგა ქარდავა ქუცნაშვილს მიმართავს-"ნუთუ არ გრცხვენიათ, ბატონო ზაქარიავ?!."

   სენაკის ახალი საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა ზაქარია ქუცნაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა:

   

   -"ზაქარია ქუცნაშვილს მინდა ვკითხო რომელ სიმართლის დანახვაზეა ლაპარაკი? უნდა გრცხვენოდეთ სხვისკენ რომ იშვერთ ხელს, საკუთარ პარტიაში პორტირებული ხალხის რიცხვმა პიკს მიაღწია. სენაკის მაგალითი ავიღოთ ბატონო ზაქარიავ, გურამ მისაბიშვილი და მისი ხროვა ნეტა "ოცნების" რიგებში მე მივიყვანე? სენაკის პარტიული სიის პირვეული ათეული აიღეთ, ოცნების პირველ ათეულში წერია სიის მეექვსე ნომრად ნატალია ხუბუა, 9 წლის განმავლობაში იყო სენაკის საკრებულოს საფინანსი საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ასევე სიის მერვე ნომერი გურამ მისაბიშვილი ბიუროს ხემძღვანელი, ხოლო მაჟორიტარებიდან ყველაზე გახმაურებული უშაფათის თემის მაჟორიტარი "ოცნებიდან" თამილა სიორდია, რომელიც 9 წელიწადი სენაკის საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე იყო, რომლის გადაწყვეტილების გამო იცავდა ქუცნაშვილის საადვკოკატო ფირმა თავმჯდომარეს, მაგრამ უფალმა ინება სიორდა დაემარცხებინა, მისი მოწინააღმდეგე საინიციატივოთი იყო ნამდვილი "ოცნების" წარმომადგენელი ლევან გაბელია, რომელიც ოცნებამ განზე გასწია.ორივე თანაბარი ქულით დაჯდა,ხოლო გაიმარჯვა იმან, ვინც პირველად დარეგისტრილდა სენაკის 64 ოლქში. უფალმა აღასრულა კანონი.რა აქვთა ამათ სალაპარაკო?

   ნუთუ არ გრცხვენიათ ამ ყველაფის შემდეგ. მთელი გამგეობა და საკრებულო,რომლებიც წლების განმავლობაში სენაკის მოსახლეობის სისხლს წოვდნენ თქვენთან ერთად მეოცნებეები რომ გახდნენ.ისე მინდა გკითხოთ თქვენი საადვოკატო ფირმა არ იყო რომ იცავდა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს იმ ყოფილი მედროვე და პორტირებული ხროვისგან,თუ მარტო ფულის შოვნით ხართ დაკავებულნი..."

   შეგახსენებთ, რომ დღეს ქუცნაშვილმა საზოგადოებას ის ფოტო და ვიდეო მასალა წარუდგინა, სადაც ნინო ბურჯანაძის თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილის გვერდით არის ასახული და განაცხადა, რომ "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ხალხი თიანეთის რაიონში ეს არის მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ხალხი, თუ ამ სიმართლის დანახვა ვინმეს არ უნდა და თვალების დათხრა უნდა, კი ბატონო, დაითხაროს თვალები და არ დაინახოს".

    

 

7-07-2014, 14:06
უკან დაბრუნება