ვალერი ხაბურზანია ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებს და წერს:
-"შევარდნაძე უდავოდ იყო არა მარტო საქართველოს, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა. ყველა რანგში მისი შეფასებები არაერთგვაროვანია, ეს პოლიტიკოსთა ხვედრია. მე მასთან 2 წელი და 4 თვე ძალიან რთულ და მძიმე პერიოდში ვიმუშავე, მინახავს მხნე და გადაწყვეტილებისუნარიანი შევარდნაძეც და პასიური, მომლოდინე პრეზიდენტიც. საქართველოს შევარდნაძისმიერი მართვის ბოლო 11 წელი ნამდვილად არ არის ერთმნიშვნელოვნად ნეგატივი და ბევრი რამ პირად ვაჟკაცობას გულისხმობდა, რაც მას უდავოდ და თითქმის ბოლომდე ქონდა. მისი ყველაზე დიდი პრობლემა იყო განსხვავებულ ეკონომიკურ სივრცეში გარკვევის უნარების სიმწირე და მართვის ძველი მეთოდების ახალ პოლიტიკურ რეალობასთან არცთუ წარმატებული ადაპტირების მცდელობა. მე არ ვფიქრობ რომ მას ღალატობდნენ და ეს იყო მისი კარიერის დასასრულის კრახის მიზეზი, მან ვერ ჩამოიშორა ფარისევლობაში გადაზრდილი, ვითომ ერთგული დამღუპველი წრე.
საქართველოს პრეზიდენტი გარდაიცვალა, შეუნდოს, აცხოვნოს და გაანათლოს".