საპროტესტო აქცია კრწანისის რეზიდენციასთან
ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა კრწანისის რეზიდენციასთან აქცია გამართეს. ისინი შეძახილებით ხვდებოდნენ და აცილებდნენ სამძიმარზე შესულ ყველა პირს, შეძახილებით გააცილეს საქართველოს პრეზიდენტიც და საგარეო საქმეთა მინისტრიც.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 9 წლის განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციებს და შევარდნაძის დასჯას ითხოვდნენ, ახლა კი, რადგან ექს-პრეზიდენტი ცოცხალი აღარ არის, ისინი შევარდნაძის ხელისუფლების ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც ზვიად გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობა მიიღო.