ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. შევარდნაძეს 13 ივლისს, 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.
ყველა სხვა საკითხს სამთავრობო კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს. 13 ივლისს საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაეშვება სახელმწიფო დროშები.