ივერიონი / გიორგი გაბედავა:-"ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ მამათმავლების ინტერესების დასაცავად მოქმედებს?"

გიორგი გაბედავა:-"ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ მამათმავლების ინტერესების დასაცავად მოქმედებს?"

   უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ეკლესიის და ეროვნული ღირებულებების დასაცავად "ეროვნულ ახალგაზრდულ მოძრაობას" ქმნის.

   გიორგი გაბედავა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სასულიერო პირების ღირსების შემლახავ ვიდეო-მასალებს ეხმიანება და ამბობს:

 

   -"მე მაინტერესებს, რისთვის არის ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებული და რატომ არ იცავს ის უმრავლესობის უფლებებს? ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ მამათმავლების ინტერესების დასაცავად მოქმედებს? მამა ილარიონს ეკლესია შეაგინეს, ყველაფერი აგინეს. ჩვენ არ ვაპირებთ მსგავს ფაქტებს გულხელდაკრეფილი უყუროთ ამიტომაც ჩვენი ღირებულებების დასაცავად "ეროვნულ ახალგაზრდულ მოძრაობას" ვქმნით", რომელიც კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში იმოქმედებენ და საპროტესტო აქციების გამართვას არ ვაპირებთ".

 

8-07-2014, 12:16
უკან დაბრუნება