ივერიონი / საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავი

საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავი

   საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენის და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. 

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ივლისს გაიხსნა და 10-11 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაგრძელდება.

   კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  მეცნიერები ეწვევიან აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან.

საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში,  დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ სებასტიან შმიდტსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო.

 

9-07-2014, 07:51
უკან დაბრუნება