დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი ორ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების (DPO III) ფარგლებში მსოფლიო ბანკი დაახლოებით 92,7 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს. შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის" დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.