ივერიონი / კახი კახიშვილი:-"დარწმუნებული ვარ მელია ინანებს დებატების ასეთი სტილის არჩევას"

კახი კახიშვილი:-"დარწმუნებული ვარ მელია ინანებს დებატების ასეთი სტილის არჩევას"

   ექსპერტის კახი კახიშვილის აზრით ამ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია და ვერანაირი დებატი ვერ იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე. მისი თქმით ეს დებატები იყო ამომრჩევლისთვის კიდევ ერთი საშუალება კარგად მოესმინა ნარმანიას დაპირებები, რათა შემდეგში უფრო კარგად გააკონტროლოს და მოსთხოვოს დაპირებების შესრულება.

   -"მელიამ კარგად იცის, რომ მეორე ტური წაგებული აქვს, ამას პირველი ტურის შედეგებიც ცხადყოფს, საკმაოდ უსწრებს ნარმანია მას და ეს დებატები არ შეცვლის ამომრჩევლის არჩევანს. მელიასთვის ეს პირველი საარჩევნო კამპანიაა და ასე ყოველდღიურად ეკრანზე გამოჩენა სასარგებლოა, მაგრამ მისი გუშინდელი სტილი საკმაოდ წამგებიანი აღმოჩნდა მისთვის. მელიას ადგილას უფრო ადამიანზე ორიენტირებულ დებატებს ავირჩევდი, ვიდრე ცინიზმით და დამცინავი, შემტევითი ფრაზებით გაჯერებულს, ასეთი სტილით შეიძულა ხალხმა "ნაციონალური მოძრაობა" და დარწმუნებული ვარ მელია ინანებს დებატების ასეთი სტილის არჩევას. შეცდომა იყო ისიც, რომ ხაზს უსვამდა-რა ვერ გააკეთა "ოცნებამ", ეს ისედავ კარგად იცის საზოგადოებამ და ამიტომ მელიას უნდა წამოეწია ის სტრატეგია, რომელიც აქვს, თუ აქვს. ამ დებატებით ვერც ნარმანია წაართმევს მელიას ამომრჩეველა და ვერც მელია-ნარმანიას". 

 

10-07-2014, 12:36
უკან დაბრუნება