ივერიონი / დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"სად არის ძაღლის თავი დამარხული?!"

დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"სად არის ძაღლის თავი დამარხული?!"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცადებით ის 10 დღის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და ევროკავშირთან ასოცირების პარაფირებული დოკუმენტის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ასპექტებს სწავლობდა. 

   -"ჰკითხეთ ჩვენს მეწარმეებს მზად არიან თუ არა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გაიტანონ თავიანთი პროდუქცია. ჰკითხეთ რა საკანონმდებლო შეღავათები ექნებათ მათ ამისთვის. საინტერესოა არის თუ არა ევროკავშირი მზად იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია მიიღოს თავის ბაზარზე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირმა შეისწავლა ჩვენი ბაზარი და ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება. ჩვენ ბაზარზე შესვლის გადასახადი გვაქვს გადასახდელი, რისგანაც განთავისუფლებულია  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ქართულ ბაზარზე მათ არავითარი დაბეგვრის საშიშროება  არ აქვთ. ერთი პროდუქტი მაინც დამისახელეთ, რომელსაც შესაძლებლობა ექნება დაიმკვიდროს თავი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების  ბაზარზე. მე და ლევან ცაჩუამ ოფიციალური განცხადებით მივმართეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, რომ პარაფირებული დოკუმენტის დეტალური ამალიზი გაკეთებულიყო საინფორმაციო საშუალებებით, თუ რა შეღავათებს გვაძლევს ის, სად არის ძაღლის თავი დამარხული, რა კონკრეტული პრობლემების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ ყველაფერმა. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ევროკავშირი გათავისუფლებულია ყველანაირი ბეგარისაგან ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში, ხოლო 28 დასახელების პროდუქტზე, რომელსაც აწარმოებს ქართული მხარე, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები".

   მისივე თქმით 1000 გვერდიან დოკუმენტში არის ისეთი მუხლები, რომელიც ქართულ მხარეს ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს.    

   -"ჩვენი შანსები, რომ ფეხი მოვიკიდოთ ევროპულ ბაზარზე არის ნულოვანი"-ამბობს ლორთქიფანიძე.

 

10-07-2014, 13:05
უკან დაბრუნება