დღეს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, საზეიმოდ აღნიშნავს და დღესასწაულობს ორი დიდი მნათობისა და ღვთივგანბრძნობილი მოღვაწის – წმ. ღმერთშემოსილი გიორგი მთაწმინდელის (ათონელის) და წმ. მღვდელ-მოწამე კათოლიკოს პატრიარქ კირიონ II - ის ხსენებას.
გულითადად გილოცავთ, შეგვეწიოს მათი მეოხება! საქართველოს მოწამეობრივი და მრავალტანჯული ეკლესია მდიდარია სანუკვარ მამათა წმინდა პანთეონით. მე ღრმად მრწამს, რომ მათი ლოცვის შედეგად მუდამ ვიარსებებთ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე განვადიდებთ უფალს და არასოდეს გავცვლით დროებით სიამეებზე მარადიულ ფასეულობებს. პრიორიტეტი სულის ცხონებაა ჩვენთვის და არა სტომაქი ან მატერიალისტური იდეებით გაჯერებული ეგო.
უფალმა, მათი ლოცვით შეგვიწყალოს, ჭეშმარიტ რწმენაში განგვამტკიცოს, იმედით აღგვავსოს, სიყვარული გვასწავლოს, ბოროტების წილ სიკეთის მიგებება შეგვაძლებინოს და სიმდაბლეში აღგვამაღლოს. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ამინ!
გიორგი ტიგინაშვილი
(ივრისპირელი)