გუშინ „ივერიონის“ ვებ-გვერდზე დაიბეჭდა ჟურნალისტ ზაურ ნაჭყებიას სტატია „ბრავო კახა! ანუ რატომ ველოდები „ახალ სისხლს“ ქართულ პოლიტიკაში?!“ სტატიას რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა. ამჯერად გთავაზობთ ჟურნალისტ დავით ქობალიას გამოხმაურებას „საქართველო მუდმივ პარლამენტარებად ქცეული პარაზიტებისგან უნდა განთავისუფლდეს!“ (სტილი დაცულია)
მართლაც მისასალმებელია კახა კუკავას ინიციატივა!..
თუმცა, _ ცოდნით, ენერგიით და ერისკაცობით, პარლამენტში და პოლიტიკურ პარტიებში „დასვენებულ“ („დასვენებულში“ მიცვალებულის მდგომარეობას ვგულისხმობ!), ერთად აღებულ უმრავლესობას გადაწონის _ მარტოკაცი კახა კუკავა!
...რამდენიმე კვირაა, ფეხბურთით ცხოვრობს სპორტული (არა მარტო სპორტული!) სამყარო. მახსენდება _ მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე იმ დროს წავიდნენ ფეხბურთიდან, როცა, ჯერ კიდევ დაუხარჯავი, უზარმაზარი ენერგიით გულშემატკივარი უნდა გაეხარებინათ... სამწუხაროდ, პოლიტიკაში ასე არ ხდება!
თუ არ ვცდები, კობა დავითაშვილმა გადადგა პირველი ნაბიჯი „პილიტიკის გარეთ“, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აქტიურ პოლიტიკას დაემშვიდობა. თან, ბოდიში მოუხადა ამომრჩეველს _ „პარლამენტში იმიტომ ვრჩები, სხვა შემოსავალი მე არ მაქვს და ცოლ-შვილი შიმშილით დამეხოცებაო!..“
მახსოვს, დავით გამყრელიძე არჩვნებში წარუმატებლობის მიზეზით მოხერხებულად გავიდა პოლიტიკური ავანსცენიდან...
...არა მგონია, კახა კუკავას, მიმბაძველები გამოუჩნდნენ და პარლამენტსა და ე.წ. პარტიებში „დასვენებულმა გვამებმა“ გაახარონ თავიანთი ამომრჩეველი, ბოდიში მოუხადონ წარუმატებელი საქმიანობისთვის და მათზე ღირსეული კანდიდატის მოძიება შესთავაზონ!
რა ვუყოთ _ მუდმივ პარლამენტარებად გადაქცეულ პარაზიტებს?!.
რა ვუყოთ _ ქართული ეროვნული მოძრაობის სახეებით დაწყებული, გზადაგზა პოლიტიკურ მატარებელს შემომხტარი, ყოფილი კრიმინალებით, ქვეყნის, ხალხის და წეს-ჩვეულებების წამბილწველებით გავსებულ „შუშის საზამთროს“ ქუთაისში?!
რა ვუყოთ, იმას, რომ _ მართალ და პატიოსან ადამიანს,ქვეყანაში ფასი რომ აქვს დაკარგული?!
23 წლის წინ, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, საქართველოს კომუნისტურ-კორუმპირებული წესით ნაცხოვრები ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკები და კრიმინალური სამყარო, რომ მათი ზეობის ხანა დამთავრდა, მაშინ, გადავიდნენ შეტევაზე ახალი წესრიგის წინააღმდეგ და დაამხეს საქართველოს ეროვნული მთავრობა!
კრიმინალებს და ქვეყნის დამაქცევართ ისტორია არ ავიწყდებათ - მითუმეტეს ის ისტორია, რომელიც ხალხის და ქვეყნის სასარგებლოდ იყო მიმართული და ცხადია მის განმეორებას არ დაუშვებენ!
სწორედ ამისი დადასტურებაა, თბილისის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც ის ნაწილი მართავს, ვინც დარწმუნებულია _ დამთავრდა მათი და ქვეყნის ძარცვის ეპოქა საქართველოში!
შემთხვევით და სხვის ფეხის ხმას აყოლილ ამომრჩეველს არ ვგულისხმობ _ დაიმახსოვრეთ მეპროტესტე აქტივისტთა სახეები, გაიხსენეთ ვინ იყვნენ ისინი წინა ხელისუფლების დროს, რა გააკეთეს ხალხისთვის, ქვეყნისთვის და მერე გადაწყვიტეთ ვის მისცეთ ხმა!
სამწუხაროდ, აქ არ მთავრდება ჩვენი ქვეყნის გასაჭირი _ დავაკვირდეთ,როგორი თავდადებით იცავენ, ევროპის (არა მარტო ევროპის!) მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების (ქვეყნის ძარცვაში მხილებულ), ასევემაღალი რანგის პირებს.არც უფიქრდებიან, ისე საყვედურობენ მათზე მაღალი რანგის ქართველ სახელმწიფო მოხელეს - ქვეყნის პრემიერმინისტრს, რომ თურმე _ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნას აქვს ადგილი და შერჩევითი სამართალი ხორციელდება!
...კარგა ხანია, დიდი გულმოდგინებით ვზეიმობთ საქართველოს თავისუფლების დღეს - 26 მაისს. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, კომუნიზმის მშენებლობის პერიოდშიც, ისევე, როგორც შობის და აღდგომის დღესასწაულებს აღვნიშნავდით მას. ვოცნებობდით, როდის განთავისუფლდებოდა ჩვენი სამშობლო იმ დროს, ერთი ქვეყნის დიქტატისგან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა!
ეს ნანატრი დღეც დადგა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, გაივლიდა ცოტა ხანი და ერთის ნაცვლად ათის დიქტატი გავრცელდებოდა ჩვენს სამშობლოში!
როგორ უნდა დავუდგეთ ქვეყანას გვერდით?
ზემოთნახსენები ქუთაისის „შუშის მედუზა“ უნდა დავცალოთ _ მუდმივ პარლამენტარებად ქცეულ პარაზიტებისგან?!
როგორ?
როგორ და მარტივად _ საარჩევნო ურნასთან მისულს ვერცერთი ევროპელი, ამერიკელი და თუნდაც რუსი ვერ დაგვაძალებს - გინდა თუ არა ხმა ნაბუშარებს მიეციო!
ხმა მივცეთ იმას, ვინაც არასოდეს ყოფილა მხილებული ქვეყნის ძარცვაში და ქუთაისის „შუშის მედუზასაც“ ისე გავანთავისუფლებთ, როგორც მომავალ შაბათს _ თბილისი განთავისუფლდება ნაცკრიმინალებისგან!
დავით ქობალია